ალანია-ანთიას ტანდემი – სოფლის ყოფილი რწმუნებულები პოლიციაში ჩივილით იმუქრებიან

0

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში მომუშავე ყოფილი თუ მოქმედი გამგებლის წარმომადგენლების ერთმა ნაწილმა შესაძლოა ზუგდიდის პოლიციას საჩივრით მიმართონ. სოფლის რწმუნებულების ერთი ნაწილის განცხადებით 2012 წლიდან წნეხს განიცდიდნენ ე.წ არასამთავრობო ორგანიზაცია “ქალები მშვიდობისათვის” ლიდერისგან. მათი განცხადებით, ლალი ანთია შუამავალი პირების მეშვეობით ე.წ “ნაციონალე” სოფლის რწმუნებულებს აშანტაჯებდა და სამსახურიდან დათხოვნით ემუქრებოდა.

“ბევრჯერ გვქონია შემთხვევა მეც და სხვებსაც, როცა ანთია გვიბარებდა ზუგდიდში, თბილისის ქუჩაზე მნდებარე ე.წ “ოფისში” და სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით “გვტისკავდა”-ამბობს smo news-თან საუბარში ერთ-ერთი სოფლის ყოფილი რწმუნებული და დასძენს.

“შუამავალ პირებად ისეთი რწმუნებულები ჰყავდა ანთიას, რომელსაც ყველაზე მეტად ენდობოდა. მათი მეშვეობით გვიბარებდა თბილისის ქუჩაზე და გვიტარებდა თათბირებს, გვემუქრებოდა, ათასგვარი შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოგვმართავდა. ნახევრად ხუმრობით ითხოვდა ჩვენგან ხელფასიდან ყოველთვიურ თანხას. შემდეგ კი ერთ-ერთი რწმუნებულის მეშვეობით იკრიბებოდა ეს თანხები და ყოველი თვის ბოლოს მიდიოდა ანთიასთან თბილისის ქუჩაზე”-აცხადებს ყოფილი რწმუნებული.

ანთიასთან ერთად ფიგურირებს რამდენიმე სოფლის რწმუნებული. ყოფილი რწმუნებულები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოქტომბერის რწმუნებულს ალიოშა ალანიას ასახელებენ. მათი განცხადებით, სწორედ ალანია იყო ის მოქმედი ფიგურა ანთიასთან, რომელსაც ყოველთვიურად “დაკანონებული” თანხები და სოფლის ნობათი მასთან მიჰქონდა.

“ალანია თავიდანვე კარგ ურთიერთობაში შევიდა ლალი ანთიასთან. ის შამგონას გამგებელთან ერთად თითქმის ყოველ დღე ლალი ანთიას ოფისში იჯდა. იქ ხდებოდა სამომავლო გეგმების შედგენა თუ ვისთვის რა წაერთმიათ. ვერ ვიტყვი, რომ ალანიას ამისგან რაიმე ხეირი ჰქონდა, გარდა იმისა, რომ ის მუდმივად ცდილობდა ანთიას ნდობა მოეპოვებინა და საკუთარი სკამი ბოლომდე შეენარჩუნებინა”

ზუგდიდის ერთ-ერთი სოფლის ყოფილი რწმუნებულის განცხადებით ალიოშა ალანია ლალი ანთიას ზედმეტსახელად “დედოფალას” ეძახდა. “დედოფალას” განაწყენება ალანიასთვის დაუშვებელი იყო. ამიტომაც ის ყოველთვის ცდილობდა ყველაფერი ისე გაეკეთებინა, რომ ანთია გაეხარებინა.

“ალანია ლალი ანთიას “დედოფალათი” მოიხსენიებდა. ყოველი თვის ბოლოს ხელფასების დროს შეგვახსენებდა, რომ თანხა “დედოფალასთვის” უნდა მიგვეცა. იყო შემთხვევები, რომ ვერ ვახერხებდით 100 ლარის დადებას. ამის შემდეგ იწყებოდა ანთიას მხრიდან ჩვენი შანტაჟი და მუქარა. გვეუბნებოდა, რომ ჩვენ ვართ “ნაციონალები” და მხოლოდ მისი დახმარებით ვიკავებდით დაკავებულ თანამდებობებს. საამისოდ კი მას ჩვენგან სჭირდებოდა ფინანსური მხარდაჭერა”-აცხადებენ სოფლის რწმუნებულები.

სოფლის ყოფილი რწმუნებულები უახლოეს ხანებში ზუგდიდის პოლიციაში სარჩელის შეტანით უმუქრებიან. ისინი იმ თანხების უკან დაბრუნებას ითხოვენ, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციის სახელით ლალი ანთიამ ნდობით აღჭურვილ პირებთან ერტად მათ გამოსძალა.

სხვა ახალი ამბები: