ამერიკის ელჩი ზუგდიდში “რესპუბლიკური პარტიის” წევრებს შეხვდა

0

ამერიკის ელჩი იან კელი ზუგდიდში “რესპუბლიკური პარტიის” ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა. ინფორმაციას და ფოტომასალას აღნიშნული შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელ facebook-ის საკუთარ გვერდზე “რესპუბლიკური პარტიის” ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გიორგი თოდუამ გამოაქვეყნა.

“ამერიკის ელჩთან ძირითადად წინასაარჩევნო სამზადისზე და გარემოზე ვისაუბრეთ. კონკრეტულად იმაზე თუ როგორ ხვდება პარტია საპარლამენტო არჩევნებს”-აცხადებს გიორგი თოდუა.

ამერიკის ელჩის ვიზიტი ზუგდიდში დღეს შედგა. აღნიშნული ვიზიტის შესახებ ადგილობრივი მედია ინფორმირებული არ ყოფილა.