“ანა-ბანა”-მ ყველაზე ნიჭიერი აღსაზრდელები გამოავლინა

0

ზუგდიდში საბავშვო ბაღ “ანა-ბანაში” ღონისძიება, სახლეწოდებით “ნიჭიერი-2017” გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა ამავე ბაღის 25-მა აღსაზრდელმა მიიღო. აღსაზრდელებმა წარმოადგინეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ფოლკლორული სიმღერები და ნაციონალური ცეკვები.

ამასთანავე, ღონისძიება გამდიდრებული იყო სპორტული თამაშებითა და შეჯიბრებებით. სცენაზე გააცოცხლეს დები იშხინელები, ქართული “მუხამბაზი”.

“ანა-ბანას” სხვადასხვა კომპანიებმა, რესტორანმა “ბერმუხამ”, “ბარამბომ” სამახსოვრო პრიზები და ტკბილეულობა უსახსოვრეს. “ნიჭიერი-2017”-ის ჟიურის წევრები, სიმბოლურად ყოფილი “ანა-ბანელები” იყვნენ, რომლებმაც გამარჯვებულები გამოავლინეს.

ამავე დღეს, სკოლისაკენ მიმავალი გზა დაულოცეს “ანა-ბანას” აღსაზრდელებს და შესაბამისი დიპლომების გადასცეს. ღონისძიების ბოლოს დიდი ტორტი დაჭრეს. “ნიჭიერი-2017” გრანდიოზული ფეირვერკებით დასრულდა.

სხვა ახალი ამბები: