ანა დოლიძე – სასამართლომ დროებით გააჩერა გადაწყვეტილების აღსრულება, რომ უფრო უკეთ ჩაიხედოს გადაწყვეტილებაში

0

“სასამართლომ 8 მარტამდე გააჩერა გადაწყვეტილების აღსრულება, რომ უფრო უკეთ ჩაიხედოს გადაწყვეტილებაში და ვითარებაში. ამის შემდეგ შესაძლებელია სასამართლომ მიიჩნოს, რომ შეჩერდეს აღსრულება, სანამ ის შინაარსობრივად არ ჩაიხედავს საქმეში და არ გაირკვევა ვინ არის მტყუან-მართალი”-ასეთ განმარტებას აკეთებს „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე.

მისი თქმით, ეს არის სასამართლოს ერთ-ერთი ბერკეტი, რომ შეაჩეროს შედეგების დადგომა, სანამ სასამართლო უფრო ღრმად ჩაიხედავს რომელიმე კონკრეტულ საქმეში.

ამ საკითხს ვუყურებდი ჩემი გამოცდილებიდან. თუ მოხდებოდა სტრასბურგის სასამართლოს დარწმუნება, რომ ეს არის განსაკუთრებით პოლიტიკურად მნიშვნელოვანი დავა და არ არის მხოლოდ ქონებრივი დავა, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლებოდა სასამართლოსგან მიგვეღო ამ ტიპის ზომა.

95%საქმეებისა, როდესაც სასამართლო მიმართავს ამ შეჩერების ბრძანებას, არის ძირითადად საქმეები, როდესაც ადამიანის სიცოცხლეს ეხება საფრთხე, როდესაც საქმე ექსტრადირებას ეხება, რომ პირს თავის ქვეყანაში ემუქრება წამების საფრთხე და ა.შ. ეს არის სასამართლოს ერთ-ერთი ბერკეტი, რომ შეაჩეროს შედეგების დადგომა, სანამ სასამართლო უფრო ღრმად ჩაიხედავს რომელიმე კონკრეტულ საქმეში. ჩვენ ვიცით, რომ სტრასბურგის სასამართლოს სჭირდება საქმის განხილვისთვის ბევრი დრო, თუმცა შეიძლება საქმე განიხილოს პრიორიტეტულად თუ ზიანდება განსაკუთრებული სიკეთე, მაგრამ სანამ სასამართლო ამას გადაწყვეტს, იქამდე მნიშვნელოვანია ისე არ დაზიანდეს სიკეთე, რომ სასამართლომ რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს, არ იყოს გვიანი.”-აცხადებს ანა დოლიძე.

სხვა ახალი ამბები: