ანა წითლიძეს ადგილობრივი ხელისუფლება ურჩევს უფრო დამაჯერებელი ზღაპრები მოიგონოს

0

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის ოფისის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ანა წითლიძე ადგილობრივ ხელისუფლებას განმუხურის მოსახლეობის ნაწილის ზეწოლაში ადანაშაულებს. მისი მტკიცებით, სანაპიროს ზოლზე და მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას, რომელებსაც მიწის ნაკვეთები საკუთრებაში გააჩნიათ, მის დათმობას სთხოვენ. ის ამბობს, რომ ადგილობრივების დაშინებას ე.წ. “ტყის ძმების” მეთაური დათო შენგელია და მხარის გუბერნატორი ლევან შონია ცდილობენ.

წითლიძის ინფორმაციით, განმუხურში დენდროლოგიური პარკის მშენებლობა კერძო დავის გამო შეჩერდა.

წითლიძის განცხადებებ პოპულისტურს და მოგონილ ზღაპრებს უწოდებენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ წითლიძის ზღაპრებს ვერც ერთი განმუხურელი ვერ დაადასტურებს.

“სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ მსგავის არაფერი ხდება . “ნაციონალურ მოძრაობას” ვურჩევთ უფრო დამაჯერებელი ზღაპრები მოიგონოს. ვერც ერთი განმუხურელი ვერ დაგიდასტურებთ იმას რასაც ქალბატონი წითლიძე აცხადებ”, – აცხადებენ სამხარეო ადმინისტრაციაში.

შესაბამისად, კომენტარს აკეთებს გამგეობის ააიპ “განმოხურის ბოტანიკური ბაღის” დირექტორი ზვიად ქარჩავაც. ქარჩავა აცხადებს, რომ განმუხურში დენდროლოგიური პარკის მშენებლობა არ შეწყვეტილა.

“ამჯამად იქ კვლევები მიმდინარეობს და მშენებლობა შესაბამისი კვლევის შედეგების დადების შემდეგ დაიწყება”,-განაცხადა ზვიად ქარჩავამ.

სხვა ახალი ამბები: