„ანაკლია სითი“ ციურიხის ბიზნეს კონფერენციის მონაწილეა

0

„ანაკლია სითის“ აღმასრულებელი დირექტორი ქეთი ბოჭორიშვილი და კომპანიის სხვა წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით შვეიცარიას ეწვივნენ.  9 ნოემბერს „ანაკლია სითი“ შვეიცარიის ქალაქ ციურიხში სამხრეთ კავკასიის ბიზნეს კონფერენციას დაესწრო. კონფერენცია, სახელწოდებით: „სამხრეთ კავკასია – საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი: ახლო აღმოსავლეთის გზაჯვარედინი“ –  ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ვაჭრობის სფეროებში ახალი კონტაქტებისა და თანამშრომლობისთვის  ახალი იდეების მოძიებას ეძღვნება.

კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა „ანაკლია სითის“ აღმასრულებელი დირექტორი ქეთი ბოჭორიშვილი. საკუთარ პრეზენტაციაში, თემაზე „ანაკლია – სატრანსპორტო და ბიზნეს ჰაბი ევროპასა და   ცენტრალურ აზიას შორის“, მან ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და ქალაქ ანაკლიის პროექტის მნიშვნელობასა და არსებულ შესაძლებლობებზე ისაუბრა.

ვიზიტის ფარგლებში მნიშვნელოვანი ბიზნეს შეხვედრები გაიმართა ლოგისტიკურ, სატრანსპორტო და სამრეწველო საქმიანობით დაკავებულ სხვადასხვა მულტინაციონალურ  კომპანიასთან.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განვითარებასთან ერთად 2017 წლის ივნისში ქალაქ ანაკლიის პროექტი დაიწყო. აღსანიშნავია რომ ღრმაწლოვანი პორტის მშენებლობა ამა წლის 20 დეკემბერს დაიწყება და 2021 წელს უკვე მოხდება გემების მიღება, რაც დამატებით შესაძლებებლობს გააჩენს პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე.

სხვა ახალი ამბები: