ანაკლიაში “მომავლის ბანაკი” საზეიმოდ გაიხსნა

0

ანაკლიაში საზეიმოდ გაიხსნა მომავლის ბანაკი. ბანაკის ლიდერები და მონაწილეები სტუმრების წინაშე ფლეშმობითა და მუსიკალური ნომრებით წარდგნენ. შესრულდა საქართველოს ჰიმნი და საღამო გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.

მიმდინარე წელს ანაკლიის მომავლის ბანაკი საქართველოს მასშტაბით 14-18 წლის 2 304 ახალგაზრდას უმასპინძლებს. მათ შორის იქნებიან გალის რაიონის სკოლების მოსწავლეებიც. ბანაკის მიზანია, სხვადასხვა სახის კულტურულ-საგანმანათლებლო და გასართობ-შემეცნებითი აქტივობების საშუალებით, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრები ახალგაზრდების აქტიური დასვენებით უზრუნველყოფა, საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციისთვის ხელშეწყობა.

მიმდინარე წელს საქართველოში 6 ასეთი ბანაკი ფუნქციონირებს. პროექტს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი ახორციელებს.

 

სხვა ახალი ამბები: