ანაკლიაში ორდღიანი კონფერენცია გაიხსნა

0

ანაკლიაში, სასტუმრო „Palm Beach“ -ში, მასწავლებლებისა და სკოლის დირექტორების ორდღიანი კონფერენცია გაიხსნა. კონფერენციაზე ,,STEM“ საგნების წარმატებული გამოცდილებები ერთმანეთს მასწავლებლებმა გაუზიარეს.

კონფერენციაზე დოკუმენტური ფილმის ,,ზუგდიდი განათლებისთვის“ პრეზენტაცია გაიმართა. დოკუმენტური ფილმი ასახავს 1867-1917 წლებში ზუგდიდში პირველი საგანმანათლებლო დაწესებულების დაარსების ისტორიას. ფილმი მერიის განათლების განყოფილების დაკვეთით გადაიღეს. კონფერენციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურისა და საკრებულოს წარმომადგენლები, ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი კახა ფარცვანია და საჯარო სკოლის მასწავლებლები ესწრებოდნენ.

22 აპრილს კონფერენცია საჯარო სკოლის დირექტორებისთვის გაიმართება.