ანაკლიაში პირველად გაიმართება ლიანა ისაკაძის “ღამის სერენადები”

0

ხვალ, 30 აგვისტოს, 20 საათზე ანაკლიის ციხესიმაგრეში,  მსოფლიოში ცნობილი მევიოლინის და დირიჟორის ლიანა ისაკაძის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ გაიმართება.

საერთასორისო ფესტივალის სამზადისს  ორგანიზატორები ადგილზე გაეცნენ. სცენის მონტაჟი, სადაც  ლიანა ისაკაძე, მსოფლიო კამერული ანსამბლი „ვირტუოზები“ და ცეზარ ალვარესი კლასისური მუსიკის შედევრებს შეასრულებენ, უკვე დასრულებულია.

„ღამის სერენადები“ 1982 წელს, ლიანა ისაკაძის ინიციატივით, აფხაზეთში, კერძოდ ბიჭვინთაში დაარსდა. ფესტივალი აღდგენის შემდეგ, წელს პირველად ყველაზე ახლოს აფხაზეთთან გაიმართება. მისი სლოგანიც შესაბამისია – „ღამის სერენადები – ყველაზე ახლო აფხაზეთთან“.

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალი იქნება და ენგურის ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას კონცერტზე დასწრების საშუალება ექნება.

ღამის სერენადები ანაკლიაში სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინიციატივით ტარდება. ღონისძიების სპონსორები „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი,“ „კოკა-კოლა“ და „პალმ ბიჩია“.

„ღამის სერენადები“ ანაკლიაში ტრადიციული გახდება.