ანაკლიაში სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2016-ის ჩემპიონები გამოვლინდნენ

0

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2016-ის ჩემპიონები გამოვლინდნენ გეზრბენში (გოგონები, ვაჟები), რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ საქართელოს 12 რეგიონის გამარჯვებული სკოლის გუნდები.

მძლეოსნურ გეზრბენში სამ-სამი გარბენი შედგა თითოეულ გარბენში მონაწილეობა მიიღო 4 სკოლის 12 ბავშვმა გამარჯვებულები კი გამოვლინდნენ ყველაზე ნაკლები დროის მაჩვენებლით.

გოგონებში ყველაზე ნაკლები დროის მაჩვენებელი ქონდა სამეგრელოს რეგიონის გუნდს და სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა.

ცნობისათვის, სასკოლო სპორტული ოლიმპიადა2015 წლიდან ტარდება და ყოველწლიური ხასიათი აქვს. ისერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ქვეყანაში მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობისა და ახლგაზრდობის ჩართულობის მონაცემთა ზრდის თვალსაზრისით. და მისი მიზანია ბავშვობიდანვე გააღვივოს სპორტისადმი სიყვარული, გამოავლინოს ნიჭიერი ახალგაზრდები და მოამზადოს ისინი დიდი სპორტისთვის. ოლიმპიადა იმართება მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველა რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში, საქართველოს კერძო და საჯარო სკოლების გუნდებს შორის.

2016 წლის ოლიმპიადაში მონაწილეობას იღებს 1200 სკოლის 6000-ზე მეტი გუნდი, რაც უპრეცედენტოა თავისი მასშტაბებით და სამომავლოდ კიდევ უფრო მეტ მოსწავლეს აქვს მონაწილეობის სურვილი.

პროექტი მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ბავშვთა და მოსწავლე ახალგაზრდობის სპორტის ეროვნული ფედერაცია, საერთაშორისო სასკოლო სპორტის ფედერაცია ISF-ის წევრია და ოლიმპიადაზე გამარჯვებული სკოლის გუნდები, პირველად საქართველოს ისტორიაში, მიემგზავრებიან მსოფლიო სასკოლო ჩემპიონატებზე. აღნიშნული უფრო ამაღლებს ბავშვების მოტივაციას, რომ ჩაერთონ ოლიმპიადაში.

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა ტარდება საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით.

სხვა ახალი ამბები: