ანაკლიაში წართმეული მიწების მეპატრონეებმა სასამართლოში სარჩელი შეიტანეს (ვიდეო)

0

ანაკლიაში წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში მოსახლეობის თვის უკანონოდ წართმეული მიწის ნაკვეთების დაბრუნებას ითხოვენ. რამდენიმე პირმა ამასთან დაკავშირებით ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს უკვე მიმართა. როგორც smo news-მა ადგილზე გაარკვია, მიწის ნაკვეთები მოსახლეობას იძულების მეთოდითა და დაშინებით დაათმობინეს. აღნიშნულ მიწის ნაკვეთებზე კი წინა ხელისუფლებამ სასტუმროები ააშენა.

ანაკლიის მკვიდრი, მარინა სორდია smo news-თან საუბრისას აცხადებს, რომ მას ჰქონდა შიშის ფაქტორი და იძულებით დაათმობინეს მიწის ნაკვეთი, სადაც შემდეგ სასტუმრო “ანაკლია” და “ოქროს საწმისი” აშენდა. სორდია აცხადებს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლოში სარჩელი შეიტანა და საქმე წარმოებაშია მიჭებული. მას იმედი აქვს, რომ სახელმწიფო სამართლიანობას აღადგენს და დამნაშავე პირებსაც გამოავლენს. ანაკლიის მკვიდრი საქმესთან დაკავშირებით კამერებთან საუბარს ერიდება.

“არ მინდა საარჩევნოდ ამ თემაზე ვისაუბრო”-აცხადებს სორდია.

სხვა ახალი ამბები: