ანაკლიის აკვაპარკში სოციალურად დაუცველმა ბავშვებმა დაისვენეს

0

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ინიციატივითა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ხელშეწყობით, ანაკლისს აკვაპარკში, სოციალურად დაუცველმა ბავშვებმა დაისვენეს. აკვაპარკმა მოზარდებს რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტიდან უმასპინძლა. მთელი დღის განამვლობაში სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის სხვადასხვა მუსიკალური და გასართობი ღონისძიებები ტარდება.

300-ზე მეტი სოციალურად დაუცველ ბავშვი გამაგრილებელი სასმელებით ,,კოკა-კოლამ”, ხოლო ნაყინით „გურჯაანის ნაყინმა“ უზრუნველყო.

მსგავსი აქციების ჩატარებას გუბერნატორის ადმინისტრაცია და განმუხურის აკვაპარკი სეზონის განმავლობაში გეგმავენ.