ანაკლიის პორტის მშენებლობა რამდენიმე ეტაპს ითვალისწინებს, რომლის დასრულებაც 2020 წლისთვის იგეგმება

0

ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალური მდივნის ლევან ახვლედიანის განცხადებით, პორტის მშენებლობისთვის გამოცხადებულ ტენდერში ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა გაიმარჯვა, რომელმაც მთავრობასთან მოლაპარაკებები უკვე დაასრულა.

მისი თქმით, შიდა ბიუროკრატიული პროცესების დასრულების შემდეგ, საინვესტიციო ხელშეკრულება გაფორმდება.

„პროეტის განხორციელება ჩვენ უკვე დიდი ხანია დავიწყეთ. არსებობს გემი, რომელიც ანაკლიაში გეოლოგიურ კვლევებს ატარებს. უშუალოდ პორტის დაღრმავება მომავალი წლის მეორე ნახევარში დაიწყება. მშენებლობა სამ წელიწადში დასრულდება და პირველ გემებს 2020 წლისთვის მივიღებთ“, – განაცხადა ლევან ახვლედიანმა და განმარტა, რომ გეოლოგიურ კვლევებს ჰოლანდიური კომპანია ახორციელებს.

მისივე თქმით, ადგილზე პროექტის განხორციელებას არანაირი ტექნიკური წინაღობა არ აქვს, რომლის საერთო ღირებულება 2.5 მილიარდია.

სხვა ახალი ამბები: