აფხაზმა ე.წ მესაზღვრემ რაშიდ კანჯი-ოღლმა “Одноклассник”-ში სახელი და გვარი შეიცვალა

0

აფხაზი ე.წ მესაზღვრე, ტყვარჩელის მკვიდრი რაშიდ კანჯი-ოღლი აფხაზ ე.წ სამართალდამცავებს ამ დრომდე არ დაუკავებიათ. smo news-ის წყაროს ცნობით, გიგა ოთხოზორიას მკვლელი ისევ მსახურობს ე.წ სასაზღვრო დეპარტამენტში და თან სოციალურ ქსელ “Одноклассник“-ში ერთობა.

საინფორმაციო სააგენტო smo news-მა სცადა მის გვერდთან დაკავშირება, თუმცა კანჯი-ოღლიმ საკუთარი გვერდი დაბლოკა და ფოტოები წაშალა. მოგვიანებით კი ე.წ მესაზღვრემ სახელი და გვარი შეიცვალა და სოციალურ ქსელში ამჟამად ანრი დუხინის სახელითა და გვარით სარგებლობს.