არამდგარდი ამინდები საქართველოს მასშტაბით 10 აგვისტომდე შენარჩუნდება

0
სინოპტიკოსები მომავალი კვირის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით არამდგრად ამინდს პროგნოზირებენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ამინდის მოკლევადიანი პროგნოზების მთავარი სინოპტიკოსის ნონა ელისაშვილის ცნობით,   მომავალი კვირის განმავლობაში დასავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს და არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება.
ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა-ელჭექით. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობში +25 +30 გრადუსის ფარგლებში იქნება. აგვისტოს დასაწყისში კი შედარებით მოიმატებს და +30 +35 გრადუსს მიაღწევს. რაც შეეხება ზღვისპირეთს, სინპოტიკოსების პროგნოზოთ, აქაც დროგამოშვებით მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ხოლო ტემპერატურა +25 +27 გრადუსის ფარგლებში იქნება.
თბილისშიც არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს, იქნება ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დედაქალაქში ტემპერატურა ღამით + 22, ხოლო დღისით +32 გრადუსამდე იქნება.
სინოპტიკოსები ვარაუდოებნ, რომ არამდგარდი ამინდები საქართველოს მასშტაბით 10 აგვისტომდე შენარჩუნდება.

სხვა ახალი ამბები: