არასამთავრობო ორგანიზაცია შს მინისტრს თხოვნით მიმართავს (ფოტო)

0

3არასამთავრობო ორგანიზაცია ”დევნილი ქალები საკუთარი უფლებების დაცვისათვის” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს აფხაზეთის ე.წ საზღვარზე შექმნილი სიტუაციას აცნობს და თხოვნით მიმართავს. აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებას საინფორმაციო სააგენტო smo.ge უკომენტაროდ გთავაზობთ:

”ბატონო ირაკლი, განსახლების სამინისტროს მიერ დანიშნულ და მიმდინარე რეგისტრაციის გასავლელად და აუცილებლად უნდა გამოცხადდეს ყველა დევნილი. მათ შორის აფხაზეთში მცხოვრები მოქალაქეები. იმ დევნილებს, რომლებთაც არ გააჩნიათ შესაბამისი დოკუმენტები დროებითი საზღვრის გადასაკვეთად , იძულებულები არიან არალეგალური გზით გადმოვიდნენ . არალეგალური გადასვლის დროს რუსი მესაზღვრეები აკავებენ მოქალაქეებს, გადაყავთ ბუნკერებში, შემდეგ გალის მილიციაში, სადაც ჯარიმის სახით იხდიან 2 000 რუსულ რუბლს.

ბატონო მინისტრო, გამომდინარე შექმნილი სიტუაციიდან ძალიან ბევრი ადამიანი ვერ შეძლებს აფხაზეთიდან გადმოსვლას და რეგისტრაციის გავლას. მითუმეტეს ის ავადმყოფები, რომლებიც მიჯაჭვულები არიან საწოლს. მიმაჩნია, რომ ამ სიტუაციაში აუცილებელია მოლაპარაკებების გამართვა, რომ დე–ფაქტო ხელისუფლებამ თუნდაც ერთჯერადად გამოუწეროს საშვები ამ ადამიანებს, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ შეუჩერდებათ სტატუსი, რაც გამოიწვევს ისედაც უფლებაშელახული ადამიანების მორალურ და ეკონომიურ დეგრადაციას.

ბატონო ირაკლი, ანალოგიური საკითხების გადაწყვეტა ხდებოდა ე.წ. ჭუბურხინჯის ოთხმხრივ მოლაპარაკებებზე. თუ თქვენი ძალისხმევით მოხდება ნებისმიერ ფორმატში მისი აღდგენა შესაძლებელი იქნება ამ ადამიანების უფლებების დაცვა და მათი მხარდაჭერა.”-ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაცია  ”დევნილი ქალები საკუთარი უფლებების დაცვისათვის”მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სხვა ახალი ამბები: