ავტოსაგზაო შემთხვევას სოფელ ლიაში ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა

0

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს შეეჯახა ფორდ–ტრანზიტი”-ს მარკის მიკროავტობუსი და “ოპელ–ვექტრა”-ს მარკის მსუბუქი ავტომანქანა. ავტოვარიის  შედეგად გარდაიცვალა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიაში მცხოვრები, 28 წლის თამუნა ჯინჯოლავა, ხოლო ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო ორივე ავტომანქანის მძღოლმა და მიკრო ავტობუსის ორმა მგზავრმა.

დაშავებულები ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მომხდართან დაკავშირებით, წალენჯიხის პოლიციის მთავარ სამმართველოში საქმე აღიძრა. მიმდინარეობს საგამომძიებლო სამუშაოები.

სხვა ახალი ამბები: