ავტო შეჯიბრებებში გამარჯვებულები 5 კატეგორიაში გამოვლინენ

0

ზუგდიდში, ინგირის აეროპორტის ტერიტორიაზე ავტო მოყვარულთა გრანდიოზული შეჯიბრი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა პროფესიონალმა და მოყვარულმა მრბოლელებმა მთელი საქართველოდან მიიღეს. გრანდიოზულ სანახაობას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრებიან.

ღონისძიება ავტო შოუს ელემენტებით იყო დატვირთული. მონაწილეები ერთმანეთს ავტო-დრაგში შეეჯიბრნენ, ასევე გაიმართა „დრიფტ შოუ“, სადაც მონაწილეობა საქართველოში ცნობილმა მრბოლელებმა მიიღეს. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალი იყო.

ავტო შეჯიბრებებში გამარჯვებულები 5 კატეგორიაში გამოვლინენ. პირველი ადგილების მფლობელებს 600 ლარი, 150 ლიტრი ბენზინი და „Gem fest“-ის 1000 ლარიანი VIP ბილეთი გადაეცათ. მეორე ადგილის მფლობლ ხუთივე მონაწილეს კი 400 ლარი, 100 ლიტრი ბენზინი და „Gem fest“-ის 250 ლარიანი მრავალჯერადი ბილეთი გადაეცა. მესამე ადგილზე გასულ ავტომრბოლელებს კი 200 ლარი, 50 ლიტრი ბენზინი და „Gem fest“-ის 250 ლარიანი მრავალჯერადი ბილეთი გადაეცა. პრიზები გამარჯვებულებს ღონისძიების ორგანიზატორებმა და სპონსორებმა გადასცეს. დაჯილდოების ცერემონიალს დაესწრო გუბერნატორი ლევან შონია. რომელმაც აღნიშნა რომ ავტო-მოტო შეჯიბრი ყოველწლიურ ხასიათს მიიღებს და მოეწყობა შესაბამისი ინფრასტრუქტურა.

ღონისძიების სპონსორები „თეგეტა მოტორსი“, „ვისოლი“, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“, „GT Performance“, „Gem Fest“, „Palm Beach“, „Nadi group“, საკონდიტრო საწარმო „ბომბორა“ და „მეტრო პლიუსი“ არიან.


ღონისძიების საინფორმაციო მხარდამჭერები: Ipress.ge, Newsportal.ge, smo.ge

რეგიონში ავტო-მოტო შეჯიბრის ჩატარების იდეის ავტორი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონიაა, ღონისძიება „Western Drivers Club სამეგრელო“-ს ორგანიზებით, და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის, ზუგდიდის მერიის და ზუგდიდის გამგეობის მხარდაჭერით ტარდება.

ავტო-მოტო მოყვარულთა შოუ „ახალგაზრდობის წლის“ ფარგლებში ტარდება, შეგახსენებთ, რომ 2016 წელი სამეგრელო ზემო სვანეთის გუბერნატორმა რეგიონში ახალგაზრდობის წლად გამოაცხადა.

პირველი ავტო-მოტო შოუ რეგიონში შარშან ჩატარდა და ორგანიზატორების განცხადებით, ის ყოველწლიურ ხასიათს მიიღებს.

სხვა ახალი ამბები: