ავტოსაგზაო შემთხვევა ხობის მუნიციპალიტეტში

0

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს “ფორდის” მარკისა და “მერსედესის” მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. მგზავრთა ნაწილი მრავლობითი მოტეხილობებით გადაყვანილები არიან ხობის რეფერალურ საავადმყოფოში.

როგორც თვითმხილველები აცხადებენ, შემთხვევის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობა გახლდათ. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურები.მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება 276 პირველი ნაწილით.

სხვა ახალი ამბები: