ავტოსაგზაო შემთხვევა ზუგდიდში – ავტომობილი ხიდიდან გადავარდა (LIVE VIDEO)

0

სოფელ ცაიშში მდინარე ჯუმზე არსებული ხიდიდან მსუბუქი ავტომობილი ხევში გადავარდა. ავტომობილიდან მძღოლის ამოყვანას სამაშველო სამსახურის თანამშრომლები ერთი საათის განმავლობაში ცდილობდნენ. ის ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების შეფასებით, დაშავებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმესია.

ავტომობილის ამოყვანას ხევიდან სპეციალური ტექნიკა დასჭირდა და სწორედ ამ ტექნიკის ადგილზე მიყვანის შემდეგ გახდა შესაძლებელი ავტომობილის ამოყვანა. 

ავტოვარიის გამო რამდენიმე საათის განმავლობაში გადაკეტილი იყო ზუგდიდი-სენაკის ცენტრალური ავტომაგისტრალი და ამ დროის განმავლობაში მოძრაობა შესაძლებელი იყო მხოლოდ შემოვლითი გზით.

P.S: ავტომობილის მძღოლი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში მიყვანიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა.

სხვა ახალი ამბები: