ავტოსაგზაო შემთხვევას კახათში დარჩელის პოლიციის უფროსის სიცოცხლე შეეწირა

0

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რამდენიმე წუთის წინ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში. ზუგდიდის პოლიციის დარჩელის ქვეგანყოფილების უფროსი  ზაზა მესხია, რომელიც შვილის საფლავიდან სახლში ბრუნდებოდა, ხეს შეეჯახა. პოლიციის უფროსი საკუთარი, მერსედესის მარკის ავტომანქანით მოძრაობდა.

ავტოავარიის შედეგად მესხია ადგილზე გარდაიცვალა. ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე ზუგდიდის პოლიციისა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები იმყოფებიან.

 

სხვა ახალი ამბები: