“აზიურ ფრთოსანასთან” ბრძოლის სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება

0

დასავლეთ საქართველოში გავრცელებული მცენარეთა მავნებლის – აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა  ზურაბ ჩეკურაშვილმა სამეგრელო-ზემო სანეთის გუბერნატორს ლევან შონიას გააცნო.

სამუშაო შეხვედრაზე ჩეკურიშვილმა განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში თხილის პლანტაციაში მავნებლის დამჭერი ხაფანგები (ფერომონები) განათავსდება.  მაისის ბოლოდან კი ნაკვეთების ქიმიური წამლოობაა დაგეგმილი.  მავნებლის გავრცელების კერებში შეწამვლით სამუშაოებს ადგილობრივი მოსახლეობისგან დაკომპლექტებული ჯგუფები განახორციელებს, რომლებსაც წინასწარ ჩაუტარდებათ შესაბამისი სწავლებები. მოსახლეობას ჰექტარ-ნახევარს სახელმწიფო საკუთარი სახსრებით შეუწამლავს, 5 ჰექტრამდე ფართობის მფლობელებს კი, პრეპარატი გადაეცემა.

მთავრობამ მავნებელთან ბრძოლის სამუსაოებისთვის 13 მილიონი ლარი გამოყო. პროეტის განხორციელებაში ქართველ სპეციალისტებს წამყვანი ამერიკელი ენტომოლოგების ეხმარებიან.

შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე დავით კოდუა და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსისი მოადგილე გიორგი იაკობაშვილი დაესწრნენ.

აზიური ფაროსანა დასავლეთ საქართველოში 2015 წელს დაფიქსირდა და 2016 წელს გავრცელდა. მავნებელმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა მეთხილეობის დარგს. პოლიფაგი მავნებელი აზიანებს თხილსა და 100-ზე მეტი სახეობის სასოფლო-სამეურნეო კულტურას.

სხვა ახალი ამბები: