აზიური ხოჭოს შეწამვლა მაისის თვეში განხორციელდება

0

მავნებელი მწერის, აზიური ხოჭოს შეწამვლა მაისის თვეში დაიწყება. აღნიშნული ინფორმაცია, დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ლაშა გოგიამ, გამგებლის წარმომადგენლებს სამუშაო შეხვედრაზე მიაწოდა. შეხვედრას გამგებლის მოადგილეები, სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები და ,,ზუგდიდაგროსერვისი“-ს დირექტორი ლერი დოჩია ესწრებოდნენ.

როგორც შეხვედრიდან გახდა ცნობილი, მოხალისეთა ჯგუფები 2 ადამიანისგან იქნება დაკომპლექტებული, ჯგუფების რაოდენობა კი სოფლების ფართობების მიხედვით განისაზაღვრება.
ჯგუფის წევრები ტრენინგებს გაივლიან და სპეციალური ეკიპირებაც გადაეცემათ.

სხვა ახალი ამბები: