აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები აქტიურ ფაზაში შედის

0

სენაკის მუნიციპალიტეტში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგიის ფარგლებში 7 ერთეული მანქანა იმუშავებს. ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებში ჩაერთვება 4 ერთეული მაღალი გამავლობის ავტომობილი თერმული ნისლის შემასხურებელი აგრეგატით, ცივი შესხურების 2 მანქანა და ერთი ტრაქტორი.

2018 წლის სტრატეგიის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის მასშტაბით მოხდება ყველა რესურსის მობილიზება, რომ მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები დროულად და ეფექტურად განხორციელდეს.