ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს ქალაქ ზუგდიდში

0

დღეს, 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქალაქ ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში, ქალაქ ზუგდიდის ა(ა)იპ სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრის დაქვემდებარებში მყოფი ჩვიდმეტივე საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა „სკოლამდელთა კვირეულის“ ფარგლებში, საანგარიშო კონცერტი გამართეს.

შემაჯამებელ კონცერტს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ ზუგდიდის მერი, ირაკლი გოგოხია ესწრებოდა, რომელმაც ბავშვებს მშობლებსა და მასწავლებლებს დღევანდელი დღე მიულოცა.

ქალაქის მერმა შეკრებილებს განუცხადა, რომ მიმდინარე წელს ქალაქში რეაბილიტაცია ჩაუტარდება №4 საბავშოო ბაღს, ხოლო №2 საბავშო ბაღი აშენდება.

სხვა ახალი ამბები: