ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე სენაკშიც აღნიშნეს

0

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე სენაკის მუნიციპალიტეტში ტრადიციულად საზეიმო გალა-კონცერტით აღინიშნა. ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე მეგრული ოდიდან – მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლამდე სენაკის სკოლამდელი დაწესებულებების აღსაზრდელთა წითელ ხალიჩაზე საზეიმო მსვლელობით დაიწყო პატარებისადმი მიძღვნილი დღესასწაული სენაკში. ბავშვებს მიეგებნენ და მათი სახელობის დღესასწაული მიულოცეს სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა დგებუაძემ, გამგებლის მოადგილემ ნატო ფულარიამ და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებმა.

მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის საკონცერტო დარბაზში გამართულ გალა-კონცერტში მუნიციპალიტეტის საბავშვო და ბაგა-ბაღების პატარები პედაგოგებთან ერთად მონაწილეობდნენ. ერთმანეთს ულამაზესად დადგმული ცეკვები და სიმღერები ენაცვლებოდა. ღონისძიება მუნიციპალიტეტის გამგეობისა და სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების ცენტრის ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდა.

სხვა ახალი ამბები: