ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ზუგდიდში საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნა

0

1 ივნისი, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებითა და კულტურის ცენტრ ,,ოდიში“-ს მხარდაჭერით, კომბინატში საბავშვო კონცერტი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა ა(ა)იპ ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრი“- ს უწყებრივ დაქვემდებარებაში მყოფმა საბავშვო ბაღების აღსაზრდელებმა და ა(ა)იპ კულტურის ცენტრ „ოდიში“-ს შემოქმედებითმა ჯგუფებმა მიიღეს.

საზეიმო ღონისძიებას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი ლაშა გოგია და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ნანავა დაესწრნენ და პატარებს დღეავანდელი დღე მიულოცეს. ბავშვებმა ასფალტზე ხატვაშიც მიიღეს მონაწილეობა და იქვე განთავსებულ საბავშვო ატრაქციონებზეც გაერთნენ.

ღონისძიების დასასრულს მუნიციპალიტეტის გამგეობისგან ბავშვებს ზღაპრის წიგნები და უამრავი ნაყინი საჩუქრად დაურიგდათ. ბავშვთა დაცვის დღე 1949 წელს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დააწესა და 1950 წლიდან მას ყოველწლიურად 1 ივნისს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღნიშნავენ.

სხვა ახალი ამბები: