ბავშვთა დღეს ხობის მუნიციპალიტეტი “ყვავილების მეჯლისით” შეხვდა

0

ხობის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი, პარლამენტის წევრი ირაკლი (დაჩი) ბერაია ხობის მუნიციპალიტეტში, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ  “ყვავილების მეჯლისს” დაესწრო. სადღესასწაულო განწყობა მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა შექმნეს. იქვე, ჭადრების ხეივანში ყვავილების თემაზე შექმნილი ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.

ხობის მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრში ბავშვების სადღესასწაულო განწყობაზე ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების სახელმწიფო თეატრის მსახიობებმა იზრუნეს, რომლებმაც ხობელი მაყურებლის წინაშე სპექტაკლები – „კარლსონი და ბიჭუნა“ და „გულადი ფისო“ წარადგინეს.

სხვა ახალი ამბები: