BBC: ონიშჩენკო ქართული ღვინით კვლავ უკმაყოფილოა

0

onishenko“როსპოტრებნადზორის” ხელმძღვანელი გენადი ონიშჩენკო ქართული ღვინით კვლავ უკმაყოფილოა. ასეთი სათაურით მასალას ბი-ბი-სის რუსული ბიურო აქვეყნებს.

ონიშჩენკოს განცხადებით, რუსეთის სანიტარული სამსახური რუსულ ბაზარზე ქართული ალკოჰოლური სასმელის 28 სახეობას არ დაუშვებს.

“ექსპერტიზის შედეგებით, ბოლო კვირის განმავლობაში გაფორმდა 28 საექსპერტო დასკვნა, რომელშიც ნათქვამია, რომ წარმოდგენილი პროდუქციის ნიმუშები არ შეესაბამება მოთხოვნებს”, – განაცხადა გენადი ონიშენკომ.

მისი თქმით, 28 დაწუნებულს შორის არიან კომპანია “იმედი 96”, “შუხმან ვაინს ჯორჯია”, “ძმები ასკანელები”, “ახალშენი 2005”.

“ყოველივე ამან კიდევ ერთხელ დაგვაეჭვა ქართული მხარის სურვილში, დაამყაროს გრძელვადიანი სტაბილური და ცივილიზებული ურთიერთობები, რომლის მთავარი საყრდენი შეიძლება იყოს რუსულ ბაზარზე წარმოდგენილი სტაბილურად ხარისხიანი ღვინის სახეობები”, – აღნიშნა ონიშჩენკომ.

მისი თქმით, ასეთი უარყოფითი დასკვნები ქართული ღვინის ნიმუშებზე მიუთითებს, რომ ქართული ღვინის ყველა მწარმოებელმა არ გაიაზრა ყველა გაკვეთილი.

“ყოველივე ეს გვაძლევს იმის საფუძველს, რომ გადავხედოთ ქართული მხარის მისწრაფებას, დაამყაროს საქმიანი ურთიერთობები ჩვენთან”, – აცხადებს ონიშენკო.

სხვა ახალი ამბები: