ბიძინა ივანიშვილი: “გიორგი კვირიკაშვილი ჩემთვის აღმოჩენაა”

0

ჩემი ახალგაზრდობის ოცნების ადამიანი ვნახე გიორგი კვირიკაშვილში, იმდენად დაბალანსებულია, იმდენად ადამიანურია, იმდენად კეთილშობილია და ამავდროულად არის ძალიან კარგი მენეჯერი, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.

ბიძინა ივანიშვლის განცხადებით, მისთვის მთავარია, ქვეყანა სწორი გზით ვითარდებოდეს.

„არაფერი პირადი ინტერესი არ გამაჩნია, გარდა იმისა, რომ ჩემი ქვეყანა სწორი გზით ვითარდებოდეს და შენს ქვეყანაში, შენს საყვარელ ხალხთან ერთად გეცხოვრებოდეს. გიორგი კვირიკაშვილი ჩემთვის აღმოჩენაა ადამიანობის, წესიერების, უანგარობის  და განწყობის იმისა, რომ  თავის ქვეყანას ემსახუროს და მხოლოდ იგივე დანიშნულება, იგივე მიზანი აქვს გიორგისაც. მე შეიძლება, ქონებრივად უფრო მეტი გამაჩნდეს, მაგრამ ნაკლების შემძლე გიორგის ჩემზე არანაკლები განწყობა აქვს. მხოლოდ ამისთვის არის მთავრობა და მხოლოდ გიორგი არ არის მთავრობაში ასეთი.

არიან სხვებიც, მაგრამ გიორგიზე შემიძლია გავაკეთო აქცენტი, საოცარი პიროვნებაა, ჩემი ახალგაზრდობის ოცნების ადამიანი ვნახე გიორგიში. იმდენად დაბალანსებულია, იმდენად ადამიანურია, იმდენად კეთილშობილია და ამავდროულად არის ძალიან კარგი მენეჯერი, კარგი პროფესიონალი ფინანსისტი. მხოლოდ ერთი განწყობით გახლავთ დღეს ის მთავრობის მეთაური და გარწმუნეთ საზოგადოებას, რომ მოემსახუროს თავის ქვეყანას და ის საუკეთესო გზით წაიყვანოს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.