ბუკია წავიდა-“ქართული ოცნება” ბუკიას ახალგაზრდა, ირაკლი ბერაიათი ჩაანაცვლებს

0

ხობის მუნიციპალიტეტში “ქართული ოცნება” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ცვლის. ბიზნესმენ გოდერძი ბუკიას სავარაუდოდ ბანკ “ქართუს” თანამშრომელი, ირაკლი ბერაია ჩაანაცვლებს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო smo news-ს საკუთარმა წყარომ დაუდასტურა.

შეგახსენებთ, რომ ხობის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოდერძი ბუკიამ  საკუთარი კანდიდატურა მაჟორიტარობის კანდიდატობიდან მოხსნა. შესაბამისი განცხადება ბუკიამ სოციალური ქსელის საშუალებით გამოაქვეყნა. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბუკია საკუთარ ბიზნესს უბრუნდება.

“მიუხედავად ამისა, ჩემი განვლილი ცხოვრებისეული გამოცდილების ანალიზის გათვალისწინებით, მივიღე გადაწყვეტილება 64-ე საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობიდან მოვხსნა ჩემი კანდიდატურა. გთხოვთ, ჩემს ამ გადაწყვეტილებას გაგებით მოეკიდოთ; ეს არ ნიშნავს რომ, ამით ოდნავ მაინც შესუსტდება ჩემი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე. მზად ვარ ჩვეული მონდომებით ვემსახურო მშობლიურ რეგიონს, ხობს და საქართველოს. დეპუტატობა ჩემთვის თვითმიზანი არასოდეს ყოფილა და ის, საკუთარი კეთილდღეობისთვის არ გამომიყენებია. ეს იყო საშუალება, მეკეთებინა სასიკეთო საქმეები რეგიონისა და ქვეყნისათვის”,-ნათქვამია გოდერძი ბუკიას მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.

სხვა ახალი ამბები: