ბულინგი ზედაეწერის საჯარო სკოლაში – მშობლები სკოლის დირექტორს უჩივიან

0

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედაეწერის საჯარო სკოლაში ბულინგის შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ SMO NEWS-ს ამავე სკოლის მოსწავლის მშობელმა ექსკლუზიურად განუცხადა. ბულინგის მსხვერპლის დამ, მონიკა მანიამ ინტერვიუში განაცხადა, რომ მერვე კლასის მოსწავლეს სკოლაში სისტემატიურად დასცინოდნენ, როგორც კლასელები, ასევე პედაგოგების ნაწილიც.

მონიკა მანია ამ ყველაფერში სკოლის დირექტორს და კლასის დამრიგებელს ადანაშაულებს და მათ სათანადო დასჯას ითხოვს.

“ჩემს დას კლასის დამრიგებელი იყენებდა როგორც მოსამსახურეს, სკოლის დირექტორს კი ამაზე რეაქცია არ ჰქონდა. რა ვქნათ, ბავშვები არიან და ვერაფერს გავხდებითო”,-აცხადებს SMO NEWS-თან მონიკა მანია.

სკოლის დირექტორი ლია არღვლიანი მონიკა მანიას ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს და აცხადებს, რომ მსგავს ფაქტებს სკოლაში ადგილი არ ჰქონია.