C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში უფასო გამოკვლევები ჩატარდა წალენჯიხაში

0

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეგიონალური მართვის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის განყოფილების ხელმძღვანელობითა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ჩართულობით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში გრძელდება C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა.

ღნიშნული პროგრამის ფარგლებში დღეს უფასო გამოკვლევები ჩაუტარდათ წალენჯიხის აგრარული ბაზრის თანამშრომლებს, ბაზარში დასაქმებულ პირებს. დღეს ნებისმიერ მსურველს შეეძლო ჩაეტარებინა C ჰეპატიტის ანალიზი და გაეგო, ხომ არ არის C ჰეპატიტის ვირუსით ინფიცირებული.

აღსანიშნავია, რომ ადამიანთა უმრავლესობამ არ იცის, რომ ის C ჰეპატიტის ვირუსის მტარებელია. საქართველოს მთავრობამ “საქართველო C ჰეპატიტის გარეშე” სახელმწიფო პროგრამა დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, C ჰეპატიტის აღმოჩენის შემთხვევაში, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს აქვს საშუალება, უფასოდ მიიღოს მკურნალობა.

სხვა ახალი ამბები: