ცაცხვის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა ბაღის გამოსაშვები ღონისძიება გამართეს

0

ცაცხვის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა ბაღის გამოსაშვები ღონისძიება გამართეს.

ღონისძიებაზე აღსაზრდელებმა თემატური წარმოდგენები, მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს.

ბაღის გამოსაშვებ ზეიმს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მაიზერ ნანავა, საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე თამუნა ჯიქია, საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ და გენდერულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ეკატერინე კიფაია და ადგილობრივი მაცხოვრებლები ესწრებოდნენ.