ცაიშში მომხდარ ავტოავარიას ზუგდიდის გამგებლის მოადგილე ემსხვერპლა

0

ზუგდიდი-თბისლისის ავტომაგისტრალზე, სოფელ ცაიშთან რამდენიმე წუთის წინ ავტოავარია მოხდა. წინასწარი ინფორმაციით ავტოავარიას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე თამაზ ჟორჟოლიანი ემსხვერპლა. დაშავებულია კიდევ ორია ადამიანი, რომლებიც ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი.

თვითმხილველთა განცხადებით, ერთმანეთს ორი ავტომანქანა შეეჯახა.შს სამინისტროში მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების დარღვევას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ თამაზ ჟორჟოლიანი გამგებლის მოადგილედ 2016 წლის ნოემბერში დაინიშნა. ოქტომბერში გამართულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ის სოფელ ცაიშის მცხოვრებლებმა მაჟორიტარ დეპუტატად აირჩიეს. თამაზ ჟორჟოლიანი სოფელ ცაიშის მკვიდრია.

 

SMO NEWS მწუხარებას გამოთქვამს მომხდართან დაკავშირებით და თანაგრძნობას უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს.

სხვა ახალი ამბები: