ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ზუგდიდის პოლიციამ ერთი პირი დააკავა

0

დღეს,18 მაისს, გამთენიისას ზუგდიდის რაიონულ სამმართველოს თანამშრომებმა მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე ზუგდიდის მკვიდრი, ტ.ა დააკავეს. აღნიშნულთან დაკავშირებით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე დანაშაულისათვის გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლით.

ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ქალაქ ზუგდიდში ჩატარდა ტ.ა.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა. ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა “მაკაროვის” სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი. ჩხრეკის დასრულებისთანავე ტ.ა. დააკავეს. მიმდინარეობს გამოძიება.

სხვა ახალი ამბები: