ჭადრაკის ფესტივალი ფოთში საზეიმოდ დაიხურა

0

ფოთში საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი დასრულდა. მასში 13 ქვეყნის 400-მდე მოჭადრეკე მონაწილეობდა, მათ შორის იყვნენ დიდოსტატები. ფესტივალის ფარგლებში 10 სხვადასხვა ტურნირი გაიმართა. შეჯიბრი შვეიცარული სისტემით ცხრა ტურად ჩატარდა.

საჭადრაკო ფესტივალის საზეიმო დახურვას საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი გიორგაძე, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.

საჭადრაკო ფესტივალის საპრიზო ფონდი 45 ათას ლარს შეადგენდა. ღონისძიება ფოთის საჭადრაკო სკოლის, მერიისა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა.

სხვა ახალი ამბები: