ჭალადიდში დაზიანებული ბორანის აღდგენითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

0

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მდინარე რიონზე დაზიანებული ბორანის აღდგენითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. აღდეგნით სამუშაოებს დღეს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი და ადგილობრივი ხელსუფლების წარმომადგენლები გაეცნენ.

7 დეკემბერს ძლიერი წყალდიდობის შედეგად მდინარე რიონმა ბორანის ბაგირი მოგლიჯა და სამაგრი ბოძები დააზიანა. სწორედ ამ ბორანის საშუალებით უკავშირდება გარესამყაროს 14 ოჯახი.

დაზიანებული ბორანის აღდგენა მომავალ კვირას დასრულდება, მანამდე კი ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, გარესამყაროს მოწყვეტილ 14 ოჯახს მოტორიანი ნავი მოემსახურება.