Chatham House-ის წევრის სულხან ხაბაძის შეფასებით, ჰილარი კლინტონის მოსაზრება არასრულყოფილად იქნა აღქმული

0

1372802_684477871570008_1298311384_nმინდა გამოვთქვა ჩემი მოსაზრება რამდენიმე დღის წინ ქალბატონ ჰილარი კლინტონის მიეს საქართველოს შესახებ გაკეთებულ მოსაზრებასთან დაკავშირებით . სამწუხაროდ, ქალბატონი კლინტონის განცხადება არასრულყოფილად იქნა აღქმული გარკვეულ წრეებში და ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსის მიერ. მცდარია, მოსაზრება იმის შესახებ, რომ დასავლეთი დამნაშავეებს ხელს დააფარებს. თითქოს ხელოვნურად ხდებოდეს დასავლეთის ავტორიტეტის შელახვა და ამაზე ქართველი საზოგადოება კარგად უნდა დაფიქრდეს თუ საიდან მოდის და ვისთვის არის სასარგებლო მსგავსი შეხედულებების გავრცელება.
რათქმაუნდა არსებობს წნეხი დასავლეთიდან , რომ არ მოხდეს წინა რეჟიმის ოფიციალური პირების დაკავება, თუმცა აქ ლაპარაკია მასიური ხასიათის დაკავებებზე და ასევე კანონიერებისა და გამჭირვალობის დაცვაზე ამ პროცესებსში. ამ წსნეხის მიზანი მხოლოდ და მხოლოდ ქართული დემოკრატიის დაცვაა და არა ვინმეზე განსაკუთრებით დამნაშავეებზე ხელის დაფარება. საჭიროა სწორად იქნას აღქმული მოვლენები და არ გავხდეთ სააკაშვილის PR mankanis msxverpli, რისი გამოცდილებაც ჩვენს ერს სამწსუხაროდ უხვად აქვს.
დამნაშავეები უნდა დაისაჯონ კანონიერი, ობიექტური გამოძიებისა და სასამართლოს გზით, შესაბამისი მტკიცებულებების არსებობის საფუძზველზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ვრისკავთ ჩვენი დემოკრატიის სიმტკიცეს და ქვეყნის განვითარების შემდეგ ეტაპზე გაყვანას შეუძლებელ ამოცანად ვაქცევთ.
უფრო მეტი ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ მომავალზე ფიქრს და იგივე ქალბატონი კლინტონის სიტკვებს, სადაც ის გვირჩევს , რომ უნდა დავფიქრდეთ თუ რა არის საქართველოსთვის 5-10-15 წლიან პერსპექტივაში საჭირო და გამოსადეგი ქვეყნის ინტერესებისთვის და ვიმოქმედოთ მხოლოდ და მხოლოდ ამის შესაბამისად.
ცუდია, რომ ფართო საზოგადოებაში არ ხდება ადეკვატური გაანალიზება ამერიკის შეერტებული შტატებისა და ზოგადად, დასავლეთის დამოკიდებულების საქართველოსთან მიმართებაში. არ შეიძლება დავივიწყოთ ის ღვაწლი, რომელიც დასავლეთს და კერძოდ, ამერიკას მიუძღვის ოქტომბრის წინასაარჩევნო და ხელისუფლების გადაბარების პერიოდში. ის, რომ დღეს საქართველოს ვერ მართავს სააკაშვილის მთავრობა ეს თანაბარ წილად ქართველი ხალხის და პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციის დამსახურებაა, მათ შორის ჰილარი კლინტონის. დროა, ბოლო მოუღოთ სააკაშვილის მონოპოლიას დასავლეთის მხარდაჭერაზე. დასავლეთი არა სააკაშვილის, არამედ ქართული დემოკრატიისა და სახელმწიფოს მეგობარია და ეს ასე ი ყო ყოველთვის.
ცხადია,რომ დასავლეთის ინტერესებში შედის ქართული სახემწიფოს და დემოკრატიის მყარად ჩაჰამოყალიბება და ის არ იშურებს ძალისხმევას ამ მიმართულებით. უვიცობად ჩაგვეთლება, რომ ჩვენ ეს ინტერესთა თანხვედრა არ გამოვიყენოთ სახელმწიფოსა და დემოკრატიის გაძლიერებისათვის. დღეს, ჩვენ გვაქვს ამის უნიკალური შანსი.
უმთავრესი პრობლემა, რაც ამ გზაზე დგას, არის სამართლიანობის აღდგენის დილემმა, რაც უდიდესი რისკის მატარებელია ჩვენი დემოკრატიისაა და სახელმწიფოს სტაბილურობის კუთხით. იმ მზარდ მღელვარებას, რომელიც ყოველდღიურად საზოგადოების უფრო მეტ ნაწილს მოიცავს აუცილებლად უნდა დაეთმოს შესაბამისი ყურადღება ხელისუფლების მხრიდან. სწორედ ამ საკითხზე გაამახვილა ჰილარი კლინტონმა ყურადღება და ამიტომაც აღნიშნა, რომ უმნიშვნელოვანესი თვეები გველოდება წინ და რომ არასწორი, დაუფიქრებელი ნაბიჯები არ უნდა გადავდგათ.
მან შემოგვთავაზა, რომ გადავხედოთ სხვა სახელმწიფოების გამოცდილებებს და ვიფიქროთ სიმართლის დადგენისა და შემორიგების ეროვნული კომისიის ჩამოყალიბებაზე, რომელიც უნდა დაკომპლექტდეს საზოგადოების ღირსეული წარმომადგენლებით, ობიექტური და მიუკერძოებელი პიროვნებებისაგან. შესაბამისი ნდობის არსებობის შემთხვევაში ასეთ კომისიას შეეძლება მთელი ერის სახელით გამოსავალის მოძიება და კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება. ჩვენ უნდა შევეგუოთ იმ აზრს, რომ ყველას დასჯა და პასუხისგებაში მიცემა არის შეუსრულებელი ამოცანა და სამართლიანობის აღდგენის პროცესს უნდა მოვეკიდოთ ძალზე სათუთად. ვიმედოვნებ, რომ ამ საკითხზე დაიწყება რეალური დებატები და მსჯელობა არასამთავრობო, სახელისუფლებო, და მედია სივრცეში, ვინაიდან ამ საკითხის გადავადება უფრო საშიშად აქცევს ამ დილემას

სხვა ახალი ამბები: