ჭყონდიდელ მიტროპოლიტს აბაშის გამგეობამ 2012 წელს გადაცემული “ნივა” ჩამოართვა

0

აბაშის გამგეობამ ჭყონდიდის ეპარქიას, რომელსაც მიტროპოლიტი პეტრე ხელმძღვანელობს, 2012 წელს გადაცემული ”ნივა” ჩამოართვა. აბაშის მინიციპალიტეტის გამგებლის, მამუკა კვიტაშვილის განცხადებით, ავტომობილის ჩამორთმევა ხელშეკრულების ვადის ამოწურვას უკავშირდება და არავითარი კავშირი არ აქვს მიტროპოლიტ პეტრე ცაავას მიერ ბოლო პერიოდში გაკეთებულ ხმაურიან განცხადებებთან.

”აბაშის გამგეობამ წლების წინ გადასცა „ნივა“ საჩუქრად აბაშის და მარტვილის ეპარქიას გამოსაყენებლად, თუმცა ავტომობილი სახელმწიფო ბალანსზე იყო. 5 თებერვალს გაუვიდა ხელშეკრულებას ვადა. მოხდება შეფასება და სავარაუდოდ ისევ დაუბრუნდება უკან ეპარქიას ავტომობილი. საუბარია 2007 წელს გამოშვებულ ავტომობილ ”ნივაზე”…პეტრე ცაავას განცხადებებს არანაირად არ უკავშირდება. ხელშეკრულება სახეზეა. 2012 წლის 5 თებერვალს 5-წლიანი ხელშეკრულება გაფორმდა და ამ ვადის ამოწურვის გამო მოხდა ავტომობილის უკან დაბრუნება,” – განაცხადა მამუკა კვიტაშვილმა.

სხვა ახალი ამბები: