ჩხოროწყუმ ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლა

0

დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის თანაორგანიზატორობითა და მხარდაჭერით, დაბა ჩხოროწყუში, კულტურის სახლის წინ, ფოლკლორის III საერთაშორისო ფესტივალი “ლეგენდა მარტვილზე” ჩატარდა.

ფესტივალში მონაწილეობდნენ ჩეხეთის, რუმინეთის, პერუს და ბელორუსიის ანსამბლები, ასევე, ადგილობრივი ცეკვისა და სიმღერის ანსამბლები : ,,მეგრი“ ,,მარდუქი“ და ,,ჩხოროწყუ“. ფოლკლორულმა კოლექტივებმა ადგილობრივ მაყურებელს გააცნეს თავიანთი ქვეყნების ხალხური შემოქმედება.

ფესტივალის ორგანიზატორები არიან სრულიად საქართველოს ჩოხოსან რაინდთა დასი და მარტვილის მუნიციპალიტეტის მერია. ღონისძიებას, მოსახლეობასთან ერთად, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.