ჩხოროწყუს კულტურის სახლში თეატრალური ფესტივალი დღეს დასრულდა

0

დღეს დასრულდა კულტურის სახლში მიმდინარე თეატრალური ფესტივალი, რომელიც ქართული ენის დღის კვირეულის ფარგლებში ,მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინიციატივით , ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის,ძეგლთა დაცვისა და განათლების სამსახურის , ა(ა)იპ- კულტურის ცენტრისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის გაერთიანების, მუნიციპალიტეტის საკრებულოს მხარდაჭერით ჩატარდა.

თეატრალური ფესტივალი 25 აპრილს დაიწყო და მასში მონაწილეობა 18-მა საჯარო სკოლამ მიიღო.

ფესტივალში მონაწილეებს, სხვადასხვა ნომინაციის მიხედვით, ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.
ღონისძიებას მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.