ჩხოროწყუს მერი სტიქიის შედეგებს ადგილზე გაეცნო

0

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი, ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობის, სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროს თეიმურაზ მალანიასთან ერთად, დღეს ადმინისტრაციულ ერთეულებში იმყოფებოდნენ და ადგილზე გაეცნენ მუნიციპალიტეტისთვის სტიქიით მიყენებულ ზარალს.

მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა ადმინისტრაციულ ერთეულებში დაათვალიერეს ის ადგილები, სადაც 23 ივნისს მოსული ძლიერი წვიმის შედეგად დაზიანებულია საგზაო ინფრასტრუქტურა, ჩამორეცხილია შიდა საუბნო გზები, მოშლილია ხიდ-ბოგირები.
უხვი ნალექის შედეგად დაიტბორა ,ასევე, მოსახლეობის საცხოვრებელი სახლის ეზოები.

სტიქიით მიყენებულ ზარალს ითვლის სპეციალური კომისია. მასალები, სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის მიზნით, გადაეგზავნებათ შესაბამის სტრუქტურებს.

მუნიციპალიტეტის მერი სტიქიის ზონაში 23 ივნისსაც იმყოფებოდა. ის შეხვდა მოსახლეობას და მათ საჭიროებებს გაეცნო.

დათო გოგუამ ადგილობრივებს ,შესაძლებლობების ფარგლებში ,დახმარება აღუთქვა.