ჩხოროწყუს მერმა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული კობა წურწუმიას ხსოვნას პატივი მიაგო

0

23 აპრილი 2008 წლის აგვისტოს ომში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული ჩხოროწყუელი გმირის – კობა წურწუმიას დაბადების დღეა. მას 34 წელი შეუსრულდებოდა. აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს კობა წურწუმიას საფლავი გვირგვინით შეამკეს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუამ, მერიის სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლებმა, საკრებულოს წევრებმა და პატივი მიაგეს მის ხსოვნას.

კობა წურწუმია 2008 წლის 7 აგვისტოდან რუსეთ – საქართველოს ომის წინა ხაზზე იბრძოდა. 9 აგვისტოს ,საომარი მოქმედებების დროს, ცხინვალში დაიღუპა. კობა წურწუმია მშობლიურ სოფელში, ლეწურწუმეში დაკრძალეს.