ჩხოროწყუს მერმა ახალი გზის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა

0

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ და მერის პირველმა მოადგილე გოჩა ჩიქოვანმა ,სოფელ ლესიჭინეში, რუსთაველის უბანში, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს. აღნიშნულ უბანში ასფალტო-ბეტონის საფარის დაგება მიმდინარეობს.

სამუშაოებს ასრულებს შ.პ.ს. ,,არქეოპოლისი“ პროექტი რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით 712 000 ლარით ფინანსდება. პროექტის ფარგლებში, მოეწყობა სანიაღვრე არხები.