ჩხოროწყუს მერმა ჩხოროწყუს კეთილმოწყობის პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა

0

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ დაბა ჩხოროწყუს კეთილმოწყობის პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. ამ ეტაპზე შენგელიას ქუჩის გადაკვეთაზე წრე საათის, ჭავჭავაძისა და გობეჩიას ქუჩების გადაკვეთაზე შუქნიშნების მოწყობა მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში დაბის ცენტრში მდებარე სკვერი და გობეჩიას ქუჩაზე გარე განათება მოეწყო.დასრულდა, ასევე, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობის გადახურვითი და მეორე სართულის გარე ფასადის სარეაბილიტაციო სამუშაოები. აღნიშნულ შენობაში სპორტდარბაზია განთავსებული. დაბის ცენტრის კეთილმოწყობის პროექტების განსახორციელებლად რეგიონული განვითარების ფონდიდან 183 000 ლარია გამოყოფილი.

დაბის ცენტრში მიმდინარეობს,ასევე, გაზონის მოწყობა,რომელსაც ა(ა)იპ ,,ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მექანიზაციის, დასუფთავების, კეთილმოწყობისა და სასაფლაოების მოვლა-პატრონობის ცენტრი“ ახორციელებს.