ჩხოროწყუს მერმა მომღერალ გიგი ცირამუას უმასპინძლა

0

დღეს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა წარმატებულ და უნიჭიერეს ჩხოროწყუელ მომღერალს, მუსიკალურ მეგაპროექტ ,,ჩვენ ვარსკვლავები ვართ“–მონაწილეს , გიგი ცირამუას შეხვდა.

შეხვედრაზე ისაუბრეს პროექტის მიმდინარეობასა და კონკურსანტის სამომავლო გეგმებზე. მუნიციპალიტეტის მერმა გიგი ცირამუას წარმატებები და გამარჯვება უსურვა. დათო გოგუამ მას მხარდაჭერა აღუთქვა და მხარდაჭრისკენ მოუწოდა ყველას, ვისაც სურს, რომ გიგი დარჩეს პროექტში.

გიგიმ უკვე 4 ლაივ კონცერტში მიიღო მონაწილეობა და აუდსაიდერი არასოდეს ყოფილა. წინა კონცერტზე ის მეორე ადგილზე გავიდა.

უგულშემატკივრეთ გიგის იმედის პირდაპირ ეთერში , ყოველ პარასკევს, 22:00 საათზე.

დაურეკეთ ან დაუმესიჯეთ მას ნომერზე – 0 903 300 359;

სხვა ახალი ამბები: