ჩხოროწყუს მერმა სოციალურად დაუცვალ ოჯახებს სააღდგომო ნობათი გადასცა

0

დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ შეჭირვებულ და მრავალშვილიან ოჯახებს, სოციალურად დაუცველებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს მოახლოებული უდიდესი ქრისტიანული დღესასწაული – აღდგომა მიულოცა.

აღნიშნული კატეგორიის ოჯახებს დათო გოგუა მერის მოადგილე ვალერი თოდუასთან, მაჟორიტარ დეპუტატებთან და მერის წარმომადგენელებთან ერთად, სახლში ესტუმრა და მათ სააღდგომო ნობათი გადასცა.

სააღდგომო პასკისგან, ტკბილეულისგან და სხვადასხვა სახის საკვები პროდუქტისგან შემდგარი სააღდგომო ნობათი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა 104 –მა ოჯახმა მიიღო.

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა 100 წელს გადაცილებულებულმა ხუთმა ბენეფიციარმა, მერიაში მოქმედი სოციალური პროგრამის ფარგლებში,სოციალური დახმარება, თითოეულმა 300 ლარის ოდენობით მიიღო.