ჩხოროწყუს საჯარო სკოლაში ხანძარი გაჩნდა

0

ხანძარი იყო ჩხოროწყუს მეორე საჯარო სკოლაში. როგორც SMO TV-ს ჩხოროწყუს მერმა დავით გოგუამ განუცხადა, ცეცხლი სკოლის მეორე სარათულზე გაჩნდა და დამწვარია ერთი ოთახი.

,,სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ, სკოლის მეორე სართლზე ცეცხლი გაჩნდა.დაკვამლიანება იყო.სახანძრო-სამაშველო სამსახურმა ცეცხლის ლოკალიზება სრულად შეძლო.არსებულ ინფორმაციით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი ელექტროგაყვანილობაა.დამწვარია 37 კვადრატული მეტრი,”-განაცხადა გოგუამ.

გამოძიება დაწყებულია 188 მუხლით, რაც ნივთის განადგურენას ან დაზიანებას გულისხმობს გაუფრთხილებლობით.