ჩხოროწყუს სამუსიკო სკოლაში ქალთა საერთაშორისო დღე აღნიშნეს

0

დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლაში გაზაფხულის დღესასწაულს
– 8 მარტს მიეძღვნა ღონისძიება ,რომელშიც მხოლოდ სკოლის ნორჩი მუსიკოსი ვაჟები ღებულობდნენ მონაწილეობას.

დამსწრე საზოგადოების წინაშე აღსაზრდელებმა წარმოადგინეს ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების მიერ შექმნილი სხვადასხვა მუსიკალური ნაწარმოები . შესრულდა ხალხური სიმღერები.

ჩხონორჩმა მუსიკოსებმა ღონისძიების დამსწრე ქალბატონებს თაიგულები მიართვეს.
კონცერტს ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და სხვა ხელმძღვანელი პირები.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა ქალბატონებს მიულოცეს ქალთა საერთაშორისო დღე და პატივი მიაგეს სამუსიკო სკოლის ყოფილი დირექტორის –ჯულიეტა გახარიას ხსოვნას.